logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სემეკმა GWP სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ₾50 000-ით დააჯარიმა

სემეკმა GWP სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ₾50 000-ით დააჯარიმა

1775123160

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის  გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა სხვადასხვა კრიტიკული სისტემური ხარვეზი. მათ შორის:

სისტემური დაყოვნება - კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო საკითხებთან დაკავშირებული მასალების კომისიაში წარმოდგენის სისტემურ დაყოვნებას, რაც აფერხებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის პროცესს;

ქმედითი ღონისძიებების არარსებობა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მოთხოვნის საფუძველზე,  საკითხის დეტალურად შესწავლისთვის მიეცა დამატებითი გონივრული ვადა, კომპანიამ კომისიაში არ წარმოადგინა პრობლემების აღმოფხვრის ქმედითი და არგუმენტირებული გეგმა/ინფორმაცია;

მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების უგულებელყოფა: კომპანიის მხრიდან კომისიის ოფიციალური მოთხოვნებისა და დადგენილი ვადების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციული პროცესის ეფექტიანობასა და მარეგულირებელი კონტროლის მექანიზმების ჯეროვან შესრულებას.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საჯარო სხდომაზე განემარტა, რომ აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული გაორმაგებული ჯარიმა.

გამოგვყევით