logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ცილისწამება და მუქარა იმ ადამიანების მიმართ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას რეაგირების გარეშე არ დარჩება" - დავით სონღულაშვილი

"ცილისწამება და მუქარა იმ ადამიანების მიმართ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას რეაგირების გარეშე არ დარჩება" - დავით სონღულაშვილი

1775125332

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პროგრამამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების, ისე მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოებისათვის.

პროგრამის მთავარი მიზანია ბალანსის დაცვა - ერთი მხრივ, მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომით დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ცხოველების მდგომარეობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ადამიანების უსაფრთხო გარემო და მათი ჯანმრთელობის დაცვა.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ეს პროცესები პროვოცირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ემოციური განწყობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და ზიანს აყენებს, როგორც საზოგადოებრივ ინტერესს, ისე თავად ცხოველთა დაცვის საქმეს.

ამასთანავე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა ასეთი ცილისწამების ფაქტი იქნება სათანადოდ გამოძიებული და თითოეული პირი, რომელიც ჩართულია მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, აგებს პასუხს კანონის ფარგლებში.

ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამის განხორციელებას საზოგადოების ინტერესების, უსაფრთხოების და ჰუმანური ღირებულებების დაცვით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოგვყევით