logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-მა ბავშვთა საკვებ Picot-სთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

სეს-მა ბავშვთა საკვებ Picot-სთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

1769101358

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს), იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტ- Picot-თან დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო.  ამის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სურსათზე , ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების- Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280 , სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილია აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს",- ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ეკონომიკა

გამოგვყევით