logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-მა მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

1784623675

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების  საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი დაჯარიმდა და სწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

გამოგვყევით