logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად  დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკაა მობილიზებული" - პრემიერი

"სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად  დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკაა მობილიზებული" - პრემიერი

1740506400

ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში,  საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა.

 „საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით