ეკონომიკური წარმატება სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით - „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ მეშვიდე ცერემონია მოეწყო. ღონისძიების მიზანს, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით პასუხისმგებლიანი ბიზნესის გამოვლენა წარმოადგენდა.
ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; მდგრადი მოხმარება და წარმოება; მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - წელს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამის ნომინაციებში გამარჯვებულები 6 ძირითადი მიმართულებით გამოვლინდნენ. თითოეულ ნომინაციაში, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიას, 2-2 გამარჯვებული ჰყავდა.
ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიურის შეფასების შედეგად, „ეფეს საქართველომ“ ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში 2 ნომინაციაში: „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ და “მდგრადი მოხმარება და წარმოება“ მიიღო. ასევე, დაჯილდოების ცერემონაილზე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის SDG პიონერის ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერს, ქეთი ჟვანიას გადაეცა.
„ეფე საქართველოსთვის კორპორაციული მდგრადობა დეკლარირებული პრიორიტეტია. 16 წელზე მეტია, რაც კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. შესაბამისად, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროგრამის ფარგლებში მიღებული ჯილდოები სწორედ, აღნიშნული მიმართულებით ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ჩვენს აქტივობებს ღირსეული სამუშაო გარემოს გასაძლიერებლად, კომპანიისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, და ასევე მდგრადი მოხმარებისა და წარმოების განვითარებისთვის“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი ქეთი ჟვანია.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დისკუსიებიც გამართეს. ღონისძიებაზე, “ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის დირექტორმა, ლევან ისელიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერმა ქეთი ჟვანიამ, ჯილდოს თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
„მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს შარშანდელთან შედარებით, ბიზნესის დაინტერესებამ და ჩართულობამ იმატა და წელს, რიგით მეშვიდე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო-ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ შესული განაცხადების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. კონკურსში პირელ ეტაპზე 157 აპლიკაცია შემოვიდა და პირველადი გადარჩევის შედეგად მეორე ტურში 110 აპლიკაცია გადავიდა. მიაგვაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მდგრადობა კონკურენტული უპირატესობაა. რესურსების ეფექტურად გამოყენება, რისკების შემცირება და გრძელვადიანი ღირებულებების შექმნა - ეთიკური ბიზნესპრაქტიკების დანერგვა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა ქართული ბიზნესისთვის ყოველწლიურად სულ უფრო მიმზიდველი ხდება,“ - განმარტავს „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესების გამოვლენას მომავალშიც აპირებენ. „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო-ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ პროექტში ჩართვას ბინზნეს სექტორი რეგიონებიდანაც შეძლებს.