logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა, რადგან ადგილამდე მოსვლას ვერ ახერხებენ - Eagle's Nest

ჯავშნები შემოგვდის, მაგრამ ისე აქტიურად არა როგორც იანვრის პერიოდში. დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა, რადგან ადგილამდე მოსვლას ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ კურორტზე არსებული კოტეჯების Eagle's Nest-ის დამფუძნებელმა ჯონი შავაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე თქმით, კურორტზე არსებული სასტუმროები უხვი ნალექისთვის მზად იყვნენ და შესაბამისი მარაგებიც აქვთ. 

"გზები იწმინდება, თუმცა იმდენად უხვი ნალექია, ფიზიკურად ვერ ესწრება სრულად გასუფთავება. ჩემი კოტეჯები განცალკევებით დგას და დრო არ ყოფნით, რომ გზა გაიწმინდოს. ორი დღეა უკვე გარეთ ვერ გავდივართ. შეშა, წყალი, საჭმელი და სასმელი გვაქვს. უბრალოდ ჯერჯერობით გარეთ ვერ გავდივართ და ველოდები, ჩემთანაც აუცილებლად უნდა ამოვიდნენ. 

დენი გუშინ რამდენიმე საათით გაითიშა და ისევ აღდგა, თუმცა გენერატორი მაქვს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მსგავსი რაღაცები გათვლილი გვაქვს, რადგან უხვი ნალექის გამო შეიძლება, რომ ელექტროენერგია გაითიშოს. მთავარია ის, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში არ ვართ. ჩვენ აქ ვინც ვართ, შეგუებული ვართ და ვიცით რაც არის, მაგრამ დამსვენებლებს როცა სამსახური აქვთ, წასვლა უნდათ და ხელი ეშლებათ - ეს, რა თქმა უნდა, შემაფერხებელი ფაქტორია. ვფიქრობ, რომ როდესაც მთაში ასეთ კურორტზე მიდის დამსვენებელი უნდა გაითვალისწინოს რომ მსგავსი რაღაცები ხდება", - აცხადებს ჯონი შავაძე.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა თოვს. უხვი ნალექის გამო, მოსახლეობის ნაწილს  გადაადგილებაზე, წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიაზე გარკვეული პრობლემები შეექმნა. 

გამოგვყევით