საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის იანვრის ბოლოსთვის 58.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 620.74 მილიონი ლარით, 1.06%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.21%- ით ნაკლები).
დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 12.64% შეადგინა. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 988.44 მილიონი ლარით, ანუ 3.75%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.58%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 367.70 მილიონი ლარით, ანუ 1.15%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.51%-ით).