logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2025 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ ₾2.400-ს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა - PMCG

2025 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ ₾2.400-ს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა - PMCG

1740480742

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის იანვარში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, გაიზარდა, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით და 880,277 შეადგინა.

თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 10.4%-ით შემცირდა. 2025 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.5%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2025 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6  პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.3%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოგვყევით