logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

იანვარში კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

იანვარში კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

1740490074

2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 459.03 მილიონი ლარით (0.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.28%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.93% შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 36.05 მლნ ლარით (0.10%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.77%-ით).

გამოგვყევით