logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბათუმის აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვა აღადგინეს" - TAV Georgia

"ბათუმის აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვა აღადგინეს" - TAV Georgia

1740488100

TAV Georgia-ს მიერ წარმოებული აქტიური სამუშაოების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის ლოკალური  აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია  TAV Georgia ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მოიხსნა დაზიანებული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა.

"დღის ბოლოს ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა უკვე დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის  გათვალისწინებით იღებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს, ძლიერი თოვის დროს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. TAV Georgia-მ, თავისივე  რესურსებით  აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა.

ამასთან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia  ინტენსიურად ასუფთავებს ბათუმში აეროდრომის ტერიტორიას, რათა აეროპორტი მუდმივად მზად იყოს რეისების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების გადაწყვეტილებით დღეს და გუშინ ბათუმში ფრენები არ სრულდება, აეროდრომი მაინც მუდმივ მზადყოფნაშია,"-აღნიშნულია TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით