logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

2026 წლის 1 იანვრიდან, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა

2026 წლის 1 იანვრიდან, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა

1768554390

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო  საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800 ვეტერინარმა  და 444 ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.

სერტიფიცირება ხელს შეუწყობს  ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას,  საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით  („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო  სასერტიფიკატო  გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“) შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან,  ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.

გამოგვყევით