logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"9 ღვინის კომპანიამ ₾700 000-მდე თანადაფინანსება მიიღო" - ღვინის ეროვნული სააგენტო

2025 წელს 9 ღვინის კომპანიამ ჯამურად 692 969 ლარის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად,  მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.

“ქართული ღვინო მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმოდგენილი იყო 58 გამოფენა-ფესტივალზე და 322 დეგუსტაციაზე. „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში გაიმართა 32 ღონისძიება, მათ შორის, 30 გამოფენა ფესტივალი. უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიისთვის საქართველოში 18 ღვინის ტური გაიმართა”-წერია ანგარიშში.

გამოგვყევით