საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზე მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 576.7 მილიონი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებული იყო 507.7 მილიონი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია უცხოურ ბაზრებზე თხილის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და დაფნის ფოთლის რეალიზაციის მატებით.