logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა

იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა

1784708040

2026 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 10.7 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 16.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 36%-ით (2.8 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 28%-ით (3.6 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (23%), ავსტრალია (21%), რუსეთი (12%), გერმანია (11%) და ისრაელი (7%).

გამოგვყევით