logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ირაკლი ქადაგიშვილმა დავით სონღულაშვილთან ერთად თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა დაათვალიერა

ირაკლი ქადაგიშვილმა დავით სონღულაშვილთან ერთად თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა დაათვალიერა

1746875467

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავში  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული  სამმართველოს ახალი ოფისი გახსნა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ დეპარტამენტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია გარემოსდაცვითი კონტროლის მიმართულებით. ისეთი საკითხები, როგორიცაა ხე-ტყის უკანონო მოპოვება, ბრაკონიერობა, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება... რა თქმა უნდა, ეფექტიან სახელმწიფო კონტროლს საჭიროებს. ახალი ოფისი ნიშნავს არა მხოლოდ ახალ შენობას, არამედ ახალ სამუშაო პირობებს, ახალ სტიმულს, ახალ მოტივაციას. დღეს ეს სამსახური აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ტექნიკური საშუალებებით, რაც თანამშრომლებს უადვილებს თავისი ფუნქციების შესრულებას და ზოგადად, ეფექტურს ხდის ამ დეპარტამენტს. ეს კი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია კახეთის რეგიონისთვის“, - განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალ ოფისში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების, ასევე, ინსპექტირების განყოფილებები ერთად განთავსდება. კახეთის რეგიონულ სამმართველოში შტატით გათვალისწინებულია 90 თანამშრომელი.

გამოგვყევით