logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

1782382175

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 46 მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლების კამპანია წარმატებით დაასრულა.

ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და თემში 94 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების, კატასტროფების პრევენციის მექანიზმების, უსაფრთხო ქცევის წესებისა და ადგილობრივ დონეზე მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ.

კამპანიის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, უნივერსიტეტების, ტურისტული გიდების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების უნარებისა და მედეგობის გაძლიერება. შეხვედრებში 3 000-მდე პირი მონაწილეობდა, რაც საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებისადმი მზარდი ინტერესის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

გამოგვყევით