logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს, რომ ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი აწარმოოს" - მარანი "ველისციხური"

გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში მდებარე მარანი "ველისციხურის" დამფუძნებელიმაია არუთინოვი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია, კერძოდ, ნებისმიერმა მწარმოებელმა არა მხოლოდ, ყურძენი, არამედ ყველა პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთად, ზედმეტი შხამქიმიკატების გარეშე უნდა აწარმოოს. 

მაია არუთინოვის ინფორმაციით, საქართველოში ბიო მევენახეობის განვითარება აუცილებელია, თუმცა ამ ეტაპზე, მარანი "ველისციხური" აღნიშნული მიმართულებით დაკავებული არ არის, რადგან სოფელში მოსახლეების უმრავლესობას ვენახი გაშენებული მიჯრით აქვს და ყურძენს ყველა წამლავს.

"ყურძენს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ვენახიდან ვიღებთ. წელიწადში დაახლოებით, 10 000  ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. სულ 8 სახის ღვინო გვაქვს: საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, ალადასტური და ქისი ევროპულად დამზადებული. განსაკუთრებული პოპულარობით არც ერთი მათგანი არ სარგებლობს, რადგან ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგს მშრალი, ქვევრის ღვინო მოსწონს, ზოგს ევროპული წესით დამზადებული - მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. წარმადობის გაზრდას, რაც შეეხება, თუ მოთხოვნა გაიზრდება, ცხადია, ადეკვატურად ვიმოქმედებთ. ზოგადად, ღვინოს ადგილზე ვიზიტორებზე ვყიდით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი არ ვართ.

ჩვენ ბიო მევენახეობა არ გვაქვს, რადგან ჩვენი სოფელი მცირე მიწიანია. კიდევ უფრო, რომ დავაზუსტო, ვენახი მიჯრით გვაქვს და ყველა წამლავს. შესაბამისად, ბიო მევენახეობის წარმოების საშუალება ნამდვილად არ გვაქვს. საქართველოში ბიო მევენახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად ჯანსაღ პროდუქტს ვეღარ ვიღებთ. რა თქმა უნდა, როდესაც ჯანსაღია ყურძენი, კარგია. რაღაცნაირად ვცდილობთ, ვენახში ბიო მევენახეობასთან მიახლოებული წამლები გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარი ამბავია, რომ 10 ჰექტარზე არავინ უნდა შეწამლოს ვენახი, როდესაც რეალობა სულ სხვაა - ჩვენც ბიო არ გამოგვდის. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით, პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს და ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი აწარმოოს. მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ყურძენი, არამედ ხილი და ნებისმიერი პროდუქტი. უცხოელებს და არა მხოლოდ, ყველას ბიო პროდუქტი აინტერესებს. აღნიშნული ვფიქრობ, სწორი მიდგომაა - ნაკლებად შეწამლული, ბიოლოგიურად პროდუქტი  შეძენა ყველას სურს", - აღნიშნავს მაია არუთინოვი.

ცნობისთვის, "მარანი ველისციხური" გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში მდებარეობს, სადაც 8 სახის ღვინის წარმოება ხდება. ვენახი კი, 10 ჰექტარს მოიცავს.

გამოგვყევით