logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სამედიცინო სფეროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის საკითხები განიხილეს - სააგენტო

სამედიცინო სფეროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის საკითხები განიხილეს - სააგენტო

1766659901

 სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა სამედიცინო სფეროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები და ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის:  სამედიცინო სექტორის მოწინავე კლინიკების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ასოციაციების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო სფეროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის და ამ კუთხით არსებული გამოწვევების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამედიცინო ფიზიკოსებისა და რადიოგრაფერების სპეციალობების აღიარების საკითხს.  აღნიშნულთან დაკავშირებით დაისახა კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო ნაბიჯები.

შეხვედრის მიზანი იყო საერთო მიდგომებით გამოწვევების გადაჭრა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც უზრუნველყოფს უწყებებს შორის კავშირის გაძლიერებას.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს განსავითარებლად მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

გამოგვყევით