logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში

1782979896

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საექსპლუატაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, დილისკა-პტენა-ჩუნჩხის სატუმბ სადგურზე გარემონტდა ტუმბო-აგრეგატები და აღდგა სადაწნეო მილის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი.

პარალელურად, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები პტენისა და ჩუნჩხის სამელიორაციო არხებზე. ამასთან, სოფელ დილისკას ტერიტორიაზე არსებული ტბორები ირიგაციის სეზონისთვის სარეზერვო წყლით ივსება, რაც საჭიროების შემთხვევაში ფერმერებისთვის სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები  ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილურ წყალუზრუნველყოფას ემსახურება.

გამოგვყევით