logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს მელიორაციამ" ჩინეთში გამართულ საერთაშორისო სემინარზე განვითარების ხედვა წარადგინა

"საქართველოს მელიორაციამ" ჩინეთში გამართულ საერთაშორისო სემინარზე განვითარების ხედვა წარადგინა

1790673463

„საქართველოს მელიორაციის“ დელეგაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ წყლის კულტურის VI საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში მელიორაციის სექტორის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროცესები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო.

სემინარზე „საქართველოს მელიორაციის“ საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ჯალიაშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და ყურადღება გაამახვილა საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტებზე, წყლის რესურსების ეფექტიანი და რაციონალური გამოყენების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და სექტორის განვითარების სამომავლო ხედვებზე.

პრეზენტაციის ფარგლებში ასევე განხილული იყო მელიორაციის სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებასა და საირიგაციო სისტემების ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს.

 „საქართველოს მელიორაციის“ დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთში წყლის მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურული ობიექტებიც დაათვალიერეს. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ წყლის რესურსების მართვისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ჩინეთში დანერგილ პრაქტიკულ მიდგომებს, ტექნოლოგიებსა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებულ პრაქტიკას.

წყლის კულტურის VI საერთაშორისო სემინარი UNESCO-ს, ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის (CNCID) და ჩინეთის წყლის რესურსებისა და ჰიდროენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის (IWHR) ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვყევით