logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში თურქეთის ხეხილის ნერგების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში თურქეთის ხეხილის ნერგების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

1775120653

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში თურქეთის ხეხილის ნერგების მწარმოებელთა ასოციაციის (FUAB) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სანერგე მეურნეობის მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები განიხილეს, მათ შორის სარგავი მასალის ხარისხის უზრუნველყოფა, ნერგების წარმოებისა და გავრცელების თანამედროვე მიდგომები, ასევე რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა. ქართულმა მხარემ თურქ კოლეგებს გაუზიარა საქართველოში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება სანერგე მეურნეობის განვითარების, სერტიფიცირების სისტემისა და იმპორტირებული სარგავი მასალის ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

„სანერგე მეურნეობის განვითარება აგროსექტორის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პროფესიული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ქმნის საფუძველს, რომ დარგში არსებული გამოწვევები ეფექტიანად გადაიჭრას და უზრუნველყოფილი იყოს მიკვლევადი, ხარისხიანი სარგავი მასალის ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივებზე, რაც ხელს შეუწყობს  თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სანერგე მეურნეობის განვითარებას.

თურქული მხარის მოწვევით, სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ცენტრის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ადგილზე მოხდება სანერგე მეურნეობების საქმიანობის გაცნობა, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მათ შორის ხეხილოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია.

თურქეთის ხეხილის ნერგების მწარმოებელთა ასოციაცია დარგში მოქმედ მნიშვნელოვან პროფესიულ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს სანერგე მეურნეობების მწარმოებლებს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

გამოგვყევით