logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა გაიხსნა

თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა გაიხსნა

1746869322

ქალაქ თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაათვალიერა და  სამუშაო პირობებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

ოფისში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების, ასევე, ინსპექტირების განყოფილებები ერთად განთავსდება.

კახეთის რეგიონულ სამმართველოში 65  თანამშრომელია დასაქმებული.

რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი განხორციელებისთვის დეპარტამენტის შესაძლებლობების მაქსიმალური გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, თანამშრომლებს ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები და უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა საჭირო აღჭურვილობითა და ტექნიკით. დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალ ოფისში, მინისტრთან ერთად, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი  იმყოფებოდა.

 

გამოგვყევით