logo
Loading data...

მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso ბაზარზე სექტემბერში ჩაეშვება

მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso ბაზარზე სექტემბერში ჩაეშვება

1716361533

მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეებს ბიზნეს ანალიტიკურ და ქმედით ფინანსურ რჩევებს შესთავაზებს, ბაზარზე სექტემბერში ჩაეშვება.

როგორც აპლიკაციის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ქოიავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მომსახურების მიმართ ინტერესი მზარდია.

მისივე თქმით, მოთხოვნა აღნიშნულ სერვისზე რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - თბილისში მაღალი აქტივობაა, ხოლო რეგიონში შედარებით დაბალი. 

"აპლიკაციის შექმნის სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დიზაინის ნაწილი დავასრულეთ. აპლიკაცია ღია ბანკინგში უნდა ჩავრთოთ და ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკში შევიტანეთ განაცხადი. ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო ჩვენი წინადადების განხილვა და პასუხს ივლისის ბოლოს ველოდებით. ასევე ჩვენი აპლიკაცია დაკავშირებული იქნება შემოსავლების სამსახურის rs.ge სერვისთან.

მიკრო და მცირე საწარმოს მესაკუთრეს ჩვენი აპლიკაციის საშუალებით შეეძლება ყველაზე მარტივად და მყისიერად მართოს მის კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს  პროცესები.   

აპლიკაცია Adviso მოიცავს, ისეთ სერვისებს როგორიცაა, გაყიდვების და შესყიდვების ანალიტიკა, ფულის ბრუნვის ანალიტიკა, P2P გამარტივებული გადარიცხვები, ფინანსურ-ანალიტიკურ რჩევები.

ჩვენ კომპანიებს და ბიზნესს ახლაც ვემსახურებით, ოღონდ ეს პროცესი ავტომატიზირებული არ არის. დაინტერესება, რა თქმა უნდა, არის და ამიტომ ვამარტივებთ ამ პროცესებს. მგონია, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება და გავრცელება ექნება ბაზარზე. 

ამ ეტაპზე ათამდე კომპანიას ვემსახურებით. ჩვენი პირველადი მომხმარებლები არიან კომპანიები და ინდ. მეწარმეები. მომსახურების საფასური განსხვავებულია პაკეტების მიხედვით. მაგალითად, აპლიკაციის გამოწერის 1 თვიანი პაკეტი 100 ლარიდან 300 ლარამდე იმერყევებს, მომსახურების პალეტში შემავალი სხვა და სხვა სერვისების მიხედვით. აპლიკაციით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი იქნება, სადაც ინტერნეტი არის", - აცხადებს ნიკოლოზ ქოიავა.

ცნობისთვის, სტარტაპი Adviso საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით