logo
Loading data...

სტარტაპი KidNest, რომელიც საბავშვო ბაღს მშობელთან რეალურ დროში დააკავშირებს, დაახლოებით, 1 თვეში ამოქმედდება

სტარტაპი KidNest, რომელიც საბავშვო ბაღს მშობელთან რეალურ დროში დააკავშირებს, დაახლოებით, 1 თვეში ამოქმედდება

1717590660

საბავშვო ბაღის მენეჯმენტ სისტემა - KidNest, რომელიც მშობლებს ბავშვის ბაღში ყოფნის პერიოდში რეალურ დროში მიაწვდის ინფორმაციას, დაახლოებით 1 თვეში ამოქმედდება.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა სალომე კუთარაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ კერძო ბაღებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისისთვის მშობელს დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევს.

"ადმინისტრაციულ საკითხებს ვუგვარებთ საბავშვო ბაღს. მშობელი ინფორმაციას იღებს ბავშვის აქტივობების შესახებ, კვებაზე და სხვა საკითხებზე. მშობელს გარდა ამისა, რეალურ დროში ეგზავნება ფოტო-ვიდეო მასალა დღის განმავლობაში ეტაპობრივად. აღნიშნულს ბაღის მენეჯმენტი განახორციელებს.  გარდა ამისა, აღმზრდელსაც მიეცემა შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. 

ჩვენ 5 ბაღში გვქონდა სატესტო რეჟიმში აღნიშნული სერვისი ჩართული. მოთხოვნა ცხადია არის არა მხოლოდ საბავშვო ბაღის, არამედ მშობლების მხრიდანაც. ამ ეტაპზე გავაჩერეთ ბაღებში აღნიშნული სერვისი და ვმუშაობთ აპლიკაციაზე. ასევე, შემოსულ შეფასებებს ვითვალისწინებთ და განახლებულ სერვისს დაახლოებით, 1 თვეში გავუშვებთ. რაც შეეხება აპლიკაციას, ვფიქრობთ, რომ ეს სექტემბრისთვის იქნება მზად", - აცხადებს სალომე კუთარაშვილი. 

ცნობისთვის, სტარტაპი KidNest საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით