logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ავთანდილ კასრაძემ და საქართველოში სომხეთის ელჩმა ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს

ავთანდილ კასრაძემ და საქართველოში სომხეთის ელჩმა ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს

1787641697

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, თბილისის ტექნოპარკში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ერთობლივი ინიციატივებისა და რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნის პერსპექტივებზე.

სომხეთის ელჩი თბილისის ტექნოპარკის ინფრასტრუქტურას გაეცნო, ასევე მიიღო დეტალური ინფორმაცია სააგენტოს განხორციელებული პროგრამებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე სომხეთის ელჩმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი სომხეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Digitec 2026-ზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

გამოგვყევით