logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ComCom "ციფრული მხარდაჭერის პროგრამას" გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს

ComCom "ციფრული მხარდაჭერის პროგრამას" გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს

1792479478

კომუნიკაციების კომისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. კომისიის წარმომადგენლები სამიზნე სოფლებში, კერძოდ: ხურვალეთში, შავშვებში, კარალეთში, ვერხვებში,

საქაშეთში, სკრისასა და ბერბუკში მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარგლებში მათ პროგრამის მიზნები და ის შესაძლებლობები გააცნეს, რომლებსაც ციფრული უნარების განვითარება და ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენება სთავაზობს.

აღნიშნულ სოფლებში კომუნიკაციების კომისია ტრენინგებს ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც 14 წელს ზემოთ ნებისმიერი მსურველი უფასოდ მიიღებს ცოდნას ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენების შესახებ. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ინტერნეტისა და ციფრული

სერვისების პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო უნარები.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. კომუნიკაციების კომისიამ პროგრამა 23 მუნიციპალიტეტში განახორციელა და 16,000-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა.

გორის მუნიციპალიტეტში კი უკვე 50-ზე მეტი ტრენინგია ჩატარებული და გადამზადებულია 1000-ზე მეტი ადგილობრივი.

გამოგვყევით