logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ფინტექის მიმართულებით საქართველო ნამდვილად შეიძლება რეგიონალური ჰაბი გახდეს" - დავით კიკვიძე

ფინტექის მიმართულებით საქართველო ნამდვილად შეიძლება გახდეს რეგიონალური ჰაბი, - ამის შესახებ ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით კიკვიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქართული ბაზარი საერთაშორისო ფინტექ კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში. გასულ წელს დაახლოებით 5 ფინტექ კომპანია შემოვიდა და კიდევ რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული.

გამოწვევა ძალიან ბევრია. ერთ-ერთი არის ის, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ბაზარი და ამიტომ შეიძლება ბევრისთვის მიმზიდველი არ იყოს, თუმცა მეორეს მხრივ, ქართული ბაზარი ნელ-ნელა რეგიონალური ჰაბი ხდება.  აქ ინფრასტრუქტურა ძალიან გამართულია, შესაბამისად, ყველა ის რესურსი, რაც ფინტექ კომპანიას სჭირდება საქართველოში ამისთვის იდეალური სასათბურე პირობებია. სწორედ, ამიტომ ქართული ბაზარი ხდება სულ უფრო მიმზიდველი ფინტექ მიმართულებით და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ერთ-ერთი გამოწვევა არის თავსებადობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ბაზრის სხვა ბაზრებთან რეგულაციური, ტექნოლოგიური თავსებადობა იყოს შესაძლებელი. ეს გულისხმობს იმას, რომ პატარა ბაზრის პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადაიჭრება. როგორც ქართველ მომხმარებელს, ისე უცხოელ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთმანეთის პროდუქტები გაცვალონ და მოიხმარონ", - აცხადებს დავით კიკვიძე.

ცნობისთვის, ფინტექი არის ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ მომსახურებას აწარმოებს.

გამოგვყევით