logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"გუდაურში ინფრასტრუქტურა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება" – Gudauri Lodge

გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge-ს დირექტორი ანდრო ვლასოვი კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას მთავარ პრობლემებად ასახელებს.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ინფრასტრუქტურა გამოწვევად არა მხოლოდ მათი სასტუმროსთვის, არამედ გუდაურის ყველა ბიზნესისთვის რჩება.

"პრობლემაა გზა, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით მოუგვარებელია. ასევე, დასუფთავებასთან დაკავშირებული პრობლემებია, ნარჩენების გატანა დროულად არ ხდება. შიდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე უშუალოდ ბიზნესები ვზრუნავთ, თუმცა აღნიშნული ჩვენს შესაძლებლობებს ცდება.

გუდაური ჯერჯერობით ვერ გახდა 4 სეზონის კურორტი, თუმცა ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ და ვცდილობთ აქტიური როლი ვითამაშოთ გუდაურის განვითარებაში. სხვადასხვა აქტივობა პერიოდულად ემატება გუდაურს, რაც მის მიმზიდველობას ზრდის", - აცხადებს ანდრო ვლასოვი. 

სასტუმროს დირექტორი ასევე, აღნიშნავს, რომ წელს Gudauri Lodge-ს გაყიდვები 10%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლიდან უფრო მაღალი მონაცემებს ვარაუდობს.

ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, სათხილამურო მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს. 

 

გამოგვყევით