logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქუთაისის აეროპორტთან და ვანში მშენებარე სასტუმროები 2027 წლის გაზაფხულზე აუცილებლად გაიხსნება" - GDG ჯგუფი

ქუთაისის აეროპორტთან და ვანში მშენებარე სასტუმროების გახსნა მიმდინარე წელს იგეგმებოდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების გამო, რამდენიმე თვით გადაიდო და  2027 წლის გაზაფხულზე აუცილებლად გაიხსნება, - ამის შესახებ GDG ჯგუფის ხელმძღვანელმა ბიძინა წაქაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტს გადაწყვეტილი არ აქვს, სასტუმროს მართვაში თავად დარჩება თუ საერთაშორისო ოპერატორს შემოიყვანს.

"ქუთაისის აეროპორტთან მშენებარე სასტუმროს ფასადის სამუშაოები ფაქტობრივად სრულდება და დასკვნით ეტაპზეა. რაც შეეხება ვანში არსებულ სასტუმროს, იქ ფასადის სამუშაოები დიდი ხანია რაც დავასრულეთ და მარტიდან ორივე სასტუმროში შიდა სამუშაოებს ერთდროულად დავიწყებთ. წლის ბოლომდე როგორ მოესწრება ეს ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული სასტუმროს მართვაში ბრენდი შემოვა, თუ ჩვენ თავად გავაგრძელებთ, თუმცა თუ საერთაშორისო ბრენდი ჩაერთვება, დიდი ალბათობით ეს Best Western-ი იქნება", - განაცხადა ბიძინა წაქაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის აეროპორტთან მშენებარე სასტუმროს პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის , ვანში კი 3-4 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტთან 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება. რაც შეეხება ვანში 4-ვარსკვლავიან სასტუმროს, 45 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი.

გამოგვყევით