logo
Loading data...

შაორზე დაგეგმილი სასტუმრო კომპლექსით საერთაშორისო ბრენდებიც დაინტერესდნენ - City Development

შაორზე დაგეგმილი სასტუმრო კომპლექსით საერთაშორისო ბრენდებიც დაინტერესდნენ - City Development

1716448140

კურორტ შაორზე დაგეგმილი სასტუმრო კომპლექსით დაინტერესებულია ძალიან ბევრი სასტუმრო, რომელთა შორის არიან საერთაშორისო ბრენდებიც, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, რომელი ოპერატორი შევა კომპლექსის მართვაში.

გოგა მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება და პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 20 მლნ. დოლარი იქნება.

შაორის პროექტი შეთანხმების ეტაპზეა. აღნიშნულ პროცესში ჩართული გვყავს უცხოელი კონსულტანტები, რათა სწორად მოხდეს სასტუმროს და სხვა სივრცეების დაგეგმარება. ვცდილობთ, მაქსიმალურად იდეალური დაგეგმარება ჰქონდეს კომპლექსს. იმედი გვაქვს პროექტზე  მუშაობას უახლოეს პერიოდში დავასრულებთ და სამშენებლო ნებართვასაც ავიღებთ. ჯერჯერობით ნებართვაზე განაცხადი შეტანილი არ გვაქვს, ველოდებით პროექტის დასრულებას. ვგეგმავთ, რომ 2024 წლის ბოლომდე სამშენებლო სამუშაოები დავიწყოთ“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, კომპლექსის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100  ნომრიანი, რეზორტის ტიპის სასტუმრო განთავსდება. ასევე, ადგილზე განთავსდება აუზები, სპა, რესტორანი და სხვა გართობისა და დასვენების სივრცეები. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ოთხსართულიანი იქნება, შაორის ტბის სანაპირო ზოლზე 3 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაწყებიდან, სავარაუდოდ, სამ წელში დასრულდება.

შეგახსენებთ, მთავრობამ შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები 2019 წელს დამტკიცდა. 

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით