logo
Loading data...

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდება - ბიუჯეტი ₾87.8 მლნ

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდება - ბიუჯეტი ₾87.8 მლნ

1716367386

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე აღნიშნული გზის 13 კმ-ზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა.

"ის სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია,"-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით