logo
Loading data...

Wiggly AI - მსოფლიოში ცხოველის პირადი პირველი AI ასისტენტი გლობალურ ბაზრებზე გავიდა

Wiggly AI - მსოფლიოში ცხოველის პირადი პირველი AI ასისტენტი გლობალურ ბაზრებზე გავიდა

1717749381

მსოფლიოში ცხოველის პირადი პირველი AI ასისტენტი - Wiggly AI გლობალურ ბაზრებზე, დაახლოებით, 1 კვირის წინ გავიდა. 

როგორც Wiggly AI-ს დამფუძნებელი თორნიკე ჩუნთიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, სტარტაპი ინოვაციურია და ამჟამად 600-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული.

"ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია არის ამერიკა. გარდა ამისა, საქართველოს ბაზრისთვის გვაქვს სპეციალური პირობა. ქართველი სეგმენტი ჩვენი სერვისების შეძენას სიმბოლურ ფასად, 3 ლარად შეძლებს. დაინტერესება არის ამერიკაში და ასევე, აზიაში ინდოეთსა და ბრაზილიაში. ამერიკა არის ჩვენი მთავარი სამიზნე. ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 600-მდე მომხმარებელი, საიდანაც ძირითადად ამერიკიდან გვყავს მომხმარებლები. მცირე რაოდენობით ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, ძალიან მცირე რაოდენობით საქართველოდან.

ახლა თანდათან ვააქტიურებთ მარკეტინგულ კომუნიკაციას და პიკში ვაპირებთ, რომ დაახლოებით აგვისტოში შევიდეთ. ინოვაციური სერვისია, სხვადასხვა კომპანიას აქვს გარკვეული ელემენტები, თუმცა ერთიანი შეკრული პროგრამა ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ყველაფერზე გიპასუხებს, რაც ცხოველს ეხება და ამავდროულად ინახავს ინფორმაციას, არ არსებობს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვპოზიციონირდებით როგორც მსოფლიოში პირველი ცხოველის პირადი AI ასისტენტი. ძირითადი ბირთვი არის AI, რომელსაც ყველაფერზე შეუძლია საუბარი, მაგრამ ასევე, დამატებითი სერვისები გვაქვს ჩაშენებული პროდუქტში. მათ შორის, მეპატრონეს შეუძლია Wigly-ის სპეციალისტთან ჩანიშნოს ზარი და მიიღოს რჩევები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებს თორნიკე ჩუნთიშვილი.

შეგახსენებთ, Wiggly ახალი ქართული ინოვაციური პროდუქტია - პირადი AI ასისტენტი, იგივე ბოტი შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ის გასცემს ვეტერინარიულ კონსულტაციებს, რაც სიმპტომების მიხედვით სავარაუდო დიაგნოზის დასმას გულისხმობს.

ამასთან, იძლევა მითითებებს ზოგადი მოვლის საკითხებშიც, იქნება ეს  ვაქცინირება, წვრთნა თუ სხვ. ამ ყველაფერს კი ჩატბოტი სპეციალური კითხვარის გამოყენებით ახერხებს, რომლითაც ცხოველზე პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას უმოკლეს დროში აწვდის.

ცნობისთვის, სტარტაპი Wiggly AI საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით