ფოთის პორტში დღეს 216 მეტრის სიგრძის გემი შემოვიდა. როგორც ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის APM Terminals-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ყველაზე დიდი საკონტეინერო გემია მათ შორის, რაც პორტს აქამდე მიუღია.
გემზე ტვირთის მოცულობა 2 251 ერთეული კონტეინერია, მისი სიგრძე 216 მეტრი, ხოლო სიმაღლე 27 მეტრია.
„დღეს ფოთის პორტში შემოვიდა ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი მათ შორის, რაც აქამდე მიგვიღია“-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ APM Terminals-მა გასული წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის - 592,589 ერთეული კონტეინერი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 234,732 კონტეინერით მეტია.