logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

დღეს ერთ-ერთი ცვლილებაა, რომ "შავ სიაში" მყოფი კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს "თეთრ სიაში" - პრემიერი

დღეს ერთ-ერთი ცვლილებაა, რომ "შავ სიაში" მყოფი კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს "თეთრ სიაში" - პრემიერი

1778836320

დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება.

„დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან. ამას კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, ამაზე იმსჯელებს პარლამენტიც და ყველანაირად იქნება დაზღვეული ისეთი პრობლემა, რომ შავ სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ კომპანიებმა. მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.

"თუ კომპანია 20%-ზე მეტ ფასკლებას განახორციელებს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ორჯერ გაეზრდება - ე.წ. პირამიდის პრინციპით ტენდერში შემოსვლა აღარ მოხდება"

"თუ კომპანია 20%-ზე მეტ ფასკლებას განახორციელებს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ორჯერ გაეზრდება - ე.წ. პირამიდის პრინციპით ტენდერში შემოსვლა აღარ მოხდება"

გამოგვყევით