logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

1775125035

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში,  მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია,  შეიქმნას  თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო  სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს.

პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.

ახალ პარკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ასევე,  გარე განათების, სარწყავი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

გარდა ამისა, პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მომიჯნავე ტერიტორიაზე დაგეგმილ მულტიფუნქციურ კომპლექსთან პარკის დაკავშირება.

ახალი სივრცე ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას, სოციალიზაციას და ტურიზმის განვითარებას.

გამოგვყევით