logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Georgia Capital-მა m² გაყიდა

Georgia Capital-მა (GCAP)  მის პორტფელში არსებული, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერი შვილობილი კომპანია  m2 გაყიდა.  გარიგების  შესახებ ინფორმაციას საინვესტიციო ჯგუფი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

მათივე ცნობით, ტრანზაქცია სრულად შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას  და წარმოადგენს კიდევ ერთ წინ  გადადგმულ ნაბიჯს კომპანიის იმ სტრატეგიული პრიორიტეტისკენ, რომელიც „სხვა პორტფელური კომპანიების“ კატეგორიაში შემავალი ბიზნესების რეალიზაციას გულისხმობს.

" გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით. აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს ნიშნავს 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პროფორმა კაპიტალის წმინდა ღირებულების (NCC) კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბიზნესთან დაკავშირებული მიმდინარე 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაცია დაფარული იქნება გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით, მის ვადის ამოწურვამდე ან ამოწურვის დღეს – 2026 წლის აგვისტოში,"-ნათქვამია Georgia Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბიზნესმა დაიმკვიდრა თავი, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის განაშენიანებასა და კომფორტულ საცხოვრებელს სთავაზობს.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების გაჩენას და განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ვხედავ ადგილობრივი ინვესტორების მზარდ მონაწილეობას კორპორატიულ ტრანზაქციებში, მიმდინარე საერთაშორისო ინტერესთან ერთად,"- აცხადებს ირაკლი გილაური. 

გამოგვყევით