logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ინვესტიციების მიმართ მეგობრულად განწყობილი ბიუროკრატია ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ"

"ინვესტიციების მიმართ მეგობრულად განწყობილი ბიუროკრატია ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ"

1762772028

ინვესტიციების მიმართ მეგობრულად განწყობილი ბიუროკრატია არის ერთ-ერთი საწინდარი და ფაქტორი, რასაც უყურებენ უცხოელი ინვესტორები, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა,  ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციას იკავებს, ხოლო  პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს.

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიში ბრიტანული და ამერიკული ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შედგენილ ორ ძირითად მოცემულობას დაეყრდნო.

„პირველი, ეს არის ბიუროკრატიის უნარი, ეფექტურად აღასრულოს სახელმწიფო პოლიტიკა და ასევე ბიუროკრატიის უნარი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების მიუხედავად, ეფექტურად მიაწოდოს საჯარო სერვისები მოქალაქეებს. ასევე, ბიუროკრატია დაკავშირებულია პირდაპირ ეკონომიკასთან, მის ზრდასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან. ინვესტიციების მიმართ მეგობრულად განწყობილი ბიუროკრატია არის ერთ-ერთი საწინდარი და ფაქტორი, რასაც უყურებენ უცხოელი ინვესტორები და საქართველოში ბოლო პერიოდში მოზიდული ინვესტიციების მაჩვენებელიც ამას ცხადყოფს. შესაბამისად, ეს არის მთავარი ფაქტორი იმისა, თუ რატომ არის ჩვენი ქვეყანა 25-ე ადგილზე მსოფლიოში ამ მიმართულებით“, -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოგვყევით