logo
Loading data...

ნანა ამისულაშვილი: გადახდისუუნარობის კანონი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელვანესია

ნანა ამისულაშვილი: გადახდისუუნარობის კანონი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელვანესია

1700554613

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

როგორ მუშაობს საქართველოში გადახდისუუნარობის კანონი და რა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ ნანა ამისულაშვილმა ისაუბრა.

როგორც ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, კანონი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან ადგენს ერთგვარ ორგანიზებულობას და ქცევის წესებს ბიზნესსა და მოქალაქეების ცხოვრებაში.

„ჩვენ გვქონდა მანამდე რამდენიმე კანონი, თუმცა ეს ახალია და აღვნიშნავთ ხოლმე რომ ამან უნდა განავითაროს გადახდისუუნარობისგან გამოსვლის გადარჩენის კულტურა, რაც საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი ევროპასა და ამერიკაში. გადახდისუუნარობის კანონში მნიშვნელოვანი საკითხია პრეზუმფცია, რისთვისაც რეალურად რეფორმა ჩატარდა. ჩვენ გვქონდა დასახული მიზნები, იდენტიფიცირებული საკითხები და ერთ-ერთი იყო კრედიტორისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ნადვილად დაეწყო პროცესი. ამასთან. როგორც კრედიტორს, ასევე მევალეს უნდა ქონდეს ხელმისაწვდომობა,"-აღნიშნავს ამისულაშვილი. 

მისივე თქმით, ბიზნესის გადმოსახედია გადარჩენა, რა დროსაც შესაძლოა კანონს არ მიჰყვეს და უფრო მეტი ვალი აიღოს, გარე პირები ამ დროს რას შვრებიან რა მექანიზმი აქვთ?! როგორც ამისულაშვილი აცხადებს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოანი პრეზუმფციები.

„მაგალითად, შეგვიძლია ვისაუბროთ სამშენებლო ბიზნესზე. კონკრეტულმა კომპანიამ დაარღვია ვალდებულებები, შეაჩერა მშენებლობა, რას აკეთებენ ამ დროს კრედიტორები, რა ბერკეტი აქვთ?! მივდივართ სასამართლომდე. ვითხოვ თანხის დაბრუნებას, თუმცა დროის გამო ფულის ღირებულება შემცირებულია და კრედიტორს არ აწყობს თანხის დაბრუნება, თუმცა, რომც აწყობდეს, დროში იმდენად  ჭიანურდება, რომ შესაძლოა სხვა ფინანსურ ვალდებულებებში ჩაიძიროს. ამიტომ ამ დროს კრედტორებისთვის მნიშვნელოვანია ხოლმე პროექტის დასრულება, ამის სამართლებრივი მექანიზმია სწორედ რეაბილიტაციის რეჟიმი.“-აცხადებს, ნანა ამისულაშვილი.

შეგახსენებთ, გადახდისუუნარობის რეფორმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბიზნესის რეაბილიტაციის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საერთო ჯამში გადახდისუუნარობის ახალი კანონითი კი 40-მდე კომპანიამ ისარგებლა.

მაკა ქოჩლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით