საქართველოში, საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს (სადგური, რომლის ენერგია გრძელვადიან კონტრაქტზეა გაყიდული სახელმწიფოს, ან მსხვილ ორგანიზაციასთან წინასწარ შეთანხმებული ფასით) ეჭირათ.
"მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურების მარეგულირებელი გარემო შეიცვალა. ნეტო აღრიცხვა შეიცვალა ნეტო დარიცხვის მექანიზმით და მიკრო სიმძლავრის სადგურების განმარტება შემცირდა 100 კვტ-მდე 500 კვტ-დან. მთავრობამ 50-მდე ელექტროსადგურს მემორანდუმი გაუუქმა. ეს განახლებული პოლიტიკის პირველი ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს მიმდინარე პროექტების ნუსხის გაჯანსაღებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.