logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პრემიერი - შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა

პრემიერი - შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა

1791808637

შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას მიმდინარე გამოძიებასა და სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხზე.

„მე არ ვიცი რამდენად ჰქონდა სამეთვლაყურეო საბჭოს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე დაედგინა. გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში საგამოძიებო ორგანოები მოფენენ ყველაფერს ნათელს.
პროცესი გრძელდებოდა, თუ არ ვცდები  უკვე დასრულებულია ეს პროცესი, შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს ჩვენ ძალიან დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას. მარტო წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე საორიენტაციოდ 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები.  ძალიან აქტიურად მუშაობს ამაზე ბატონი ლაშა აბაშიძე და მისი ძალიან მადლიერი ვართ გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმიანობით შარშანაც და წელსაც ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა ან შეემატა საქართველოს რკინიგზას.  გაორმაგდა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ რკინიგზის შემოსავლები და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალი წლის შემოსავლები შესაბამის საანგარიშო წელთან  შედარებით“, -  განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით