logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში Starbucks-ის შესვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში Starbucks-ის შესვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

1765274384

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტთან, სალეჰ ალშაიასთან შეხვედრა გამართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს Starbucks-ის საქართველოში შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ცნობითსაქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება Alshaya ჯგუფის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალშაიამ მიიღო საქართველოს ელჩთან ნოშრევან ლომთათიძესთან 2025 წლის 13 აპრილის შეხვედრაზე, რომელზეც Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტს დაავალა საქართველოში შემსწავლელი ჯგუფის გაგზავნა.

"2025 წლის ივნისში, Starbucks-ის ჯგუფმა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში მოინახულა Starbucks-ის კაფეების გასახსნელად შესაბამისი ლოკაციები, ხოლო 7 ივლისს Alshaya-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში Starbucks-ის შემოსვლაზე, რის შესახებაც პირველად ეცნობა საქართველოს ელჩს.

პრეზიდენტმა, სალეჰ ალშაიამ საქართველოს ელჩთან საუბრისას გამოთქვა კმაყოფილება სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ Starbucks-ის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიების გამართვა 2026 წლის დასაწყისში იგეგმება,"- ნათქვამია ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოგვყევით