თბილისში ქირის ფასი კიდევ შემცირდა, გასაყიდი უძრავი ქონება კი გაძვირდა. „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2025 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, დედაქალაქში საცხოვრებელი ფრთების გასაქირავებელმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 10.1 დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება გასაყიდ უძრავ ქონებას, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2025 წლის ნოემბერში თბილისში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 1,341 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურად 4%-ით გაიზარდა. დეველოპერები ელიან, რომ დედაქალაქში საცხოვრებელი ფართები 2026 წლის განმავლობაშიც 4-5%-ის ფარგლებში გაძვირდება.
ზრდა დაფიქსირდა ტრანზაქციებშიც. მიმდინარე წლის 11 თვეში დედაქალაქში, ჯამურად, 37 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა. მხოლოდ ნოემბრის თვეში კი, ასევე „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 3,627 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ნოემბრის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.
დეკემბრის თვის მონაცემები, ჯერჯერობით, დაანგარიშებული არ არის, თუმცა დეველოპერების საახალწლო შეთავაზებებიდან გამომდინარე, ბაზარზე მოლოდინია, რომ ნოემბრის თვეზე უკეთეს მაჩვენებლები დაფიქსირდება და წლიურ ჭრილში, თბილისში ბინების გაყიდვების კუთხით, 2025 წლის მონაცემები წინა წლისას გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსად, უძრავი ქონების გაყიდვები და სარეალიზაციო ფასები მზარდია მთელ მსოფლიოში. საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი გლობალური ფასი, გასულ წელთან შედარებით, 2025 წელს მინიმალურად, დაახლოებით, 2 %-ით გაიზარდა.