logo
Loading data...

"ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესი, რომ ქვეყანაში ჰესები აშენდეს" - პრემიერი

"ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესი, რომ ქვეყანაში ჰესები აშენდეს" - პრემიერი

1716452640

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესი, რომ ქვეყანაში ჰესები აშენდეს იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს - 2030 წლისთვის მოხმარებას გადააჭარბოს წარმოებამ,-  ამის შესახებ გადაცემა "გადაწყვეტილებაში" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა იყოს მიღწეული.

"დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება კონკრეტული NGO-ების აქტივობა და ეს იქნება გარედან დაფინანსებული. ყველანაირად ეცდებიან, რომ ჩვენ ვერ მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს - ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. როდესაც გამჭვირვალე გახდება ამ სფეროში დაფინანსება, ყალბი ეკოლოგიური ნარატივით ვერ შეიფუთება მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები. როცა ჩვენ წარმოვაჩენთ იმას, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ, NGO-ების მეშვეობით, ამ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას და სტრატეგიული მიზნის შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნას - აქ უკვე ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება. პირდაპირ წინ ვერ აღუდგებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ეს პრინციპი მოქმედებს ყველა შემთხვევაში, როცა საქმე ეხება გამჭვირვალობას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით