logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2025 წლის 11 თვეში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით $2.1 მლრდ შეადგინა - საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $5.8 მლრდ-ს გადააჭარბა

2025 წლის 11 თვეში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით $2.1 მლრდ შეადგინა - საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $5.8 მლრდ-ს გადააჭარბა

1766651361

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

"ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 308.2 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 5.8 მლრდ დოლარს აჭარბებს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი

სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი

ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 167.4 მილიონი აშშ დოლარი

ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 308.2 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 26 იანვარს გამოაქვეყნებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით