ბანკის საქმე კაპიტალის ბაზრის განვითარება არ არის - ამის შესახებ “ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ დირექტორის მოადგილე რატი მორჩილაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა, სადაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის დღევანდელობა და პერსპექტივები განიხილეს.
მისი თქმით, ბანკი შეიძლება პროცესის მონაწილე იყოს, რადგან ეს მათ ინტერესშიცაა, მაგრამ ბანკი ვერ იქნება მამოძრავებელი და წამყვანი, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.
“ბანკების მხრიდან ერთი შეხედვით ეს შეიძლება ჰგავდეს კონკურენტის გაჩენას, თუმცა განვითარებული კაპიტალის ბაზარი პორდაპირ ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე, რაც ბიზნესების რაოდენობას და დაფინანსების საჭიროებასაც ზრდის. ზუსტად ამიტომ, საშუალო და გრძელვადიან პრესპექტივაში ბანკებისთვისაც ხელსაყრელია განვითარებული კაპიტალის ბაზარი, უფრო დიდი და მძლავრი ეკონომიკა” ,- აღნიშნა რატი მორჩილაძემ.