ეროვნული ბანკის სტატისტიკით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი, 2023 წლის 10 თვის მდგომარეობით, 405 მლნ ლარს აღემატება. ბანკები ამ წლის მოგების გადასახადს, გაისად, უკვე გაზრდილი, 20%-იანი განაკვეთით ისტუმრებენ. მანამდე არსებული 15%-ის ნაცვლად. ამას ემატება IFRS-ის ეფექტიც, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემის, რომელზეც სექტორი ივლისიდან გადავიდა.
აღნიშნული ანგარიშგება მანამდეც წარმოებდა, საზედამხედველო მიზნებისთვის, სებ-ის მეთოდოლოგიასთან, GAAP -თან ერთად.
IFRS რადგან GAAP-თან შედარებით უფრო ლიბერალურია, სექტორს წმინდა მოგება უფრო გაეზარდა და შესაბამისად გადასახადიც.
საბანკო სექტორის მოგების გადასახადი თვეების მიხედვით
2023 | ||
ოქტომბერი | 44.3 მლნ | ₾ |
სექტემბერი | 46,2 მლნ | ₾ |
აგვისტო | 40,6 მლნ | ₾ |
წყარო: სებ-ი