logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 62-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 62-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

1762172432

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, და კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის (CTR) მასპინძლობით გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) რიგით 62-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარ თემებს ციფრულ ეპოქაში მედიაპლურალიზმის დაცვა, ხელშეწყობა და განვითარება, ასევე, სწრაფად განვითარებად გარემოში მარეგულირებლების მიერ საჭირო სტრატეგიების შემუშავება და აღსრულება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, იტალიის, მაკედონიის, ბულგარეთისა და ესპანეთის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა თემატური სესიები, სადაც ონლაინ უსაფრთხოების მარეგულირებლების გლობალური ქსელისა (GOSRN) და გლობალური მედიის რეესტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე პრიორიტეტები და საქმიანობა წარადგინეს. EPRA-ს რიგით 62-ე შეხვედრა ასევე დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: მრავალფეროვანი და ჯანსაღი მედიაგარემოს ხელშეწყობისთვის არსებული გზები და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები; ციფრული პლატფორმების მმართველობა; ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები და AI-ს მზარდი გამოყენებით გამოწვეული რისკები; მრავალწლიანი ციფრული სტრატეგიების შემუშავება და სხვა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა EPRA-ს წევრებსა და მუდმივ დამკვირვებლებს შორის არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საგულისხმოა, რომ EPRA-ს 62-ე შეხვედრას 115 დელეგატი და მოწვეული ექსპერტი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) წარმოადგენს მაუწყებლობის მარეგულირებლებისგან დაკომპლექტებულ ქსელს, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა და 47 ქვეყნის 56 მარეგულირებელ ორგანოს აერთიანებს. საქართველო EPRA-ს ქსელს 2013 წელს შეუერთდა.

გამოგვყევით