logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"დეპოზიტების მოცულობა ₾62 მლრდ-ს აღემატება - იზრდება დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობაც" - ლევან თოდუა

2018 წელს დეპოზიტების რაოდენობა სულ რაღაც 18 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო ახლა, 62 მლრდ ლარს აღემატება ამის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან თოდუამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ფიზიკური პირების დეპოზიტები 33 მლრდ ლარს შეადგენს, მაშინ როცა 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 8 მლრდ ლარი იყო. 

"ჩვენი სააგენტო 2018 წელს დაფუძნდა. დეპოზიტების ზრდა შთამბეჭდავია. წლიური ზრდა, დაახლოებით, 17-20%-ია ხოლმე და ამის პარალელურად, რა თქვა უნდა, დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობაც იზრდება. ჩვენ ვცდილობთ ზღვარი კიდევ უფრო გავზარდოთ. ამჟამად, 30 000 ათასი ლარია ზღვარი, თუმცა 5 000 ათასი ლარიდან დავიწყეთ. 

ჩვენ როდესაც დეპოზიტების დაზღვევაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ რომელიმე პროდუქტის დაზღვევაზე. ნებისმიერი დადებითი ბალანსი (30 000-ლარამდე) დაზღვეულია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის შემთხვევაში. მაგალითად, თუ მე მაქვს ერთ ბანკში 30 000 ლარი და მეორე ბანკშიც 30 000 ლარი, მაშინ ორივე დეპოზიტი დაზღვეულია. ანუ 30 000-ლარიანი ლიმიტი მოქალაქეს 1 ბანკში აქვს დაწესებული და არა სხვადასხვა ბანკში არსებულ ანგარიშებზე ჯამში", - აცხადებს ლევან თოდუა. 

მანვე აღნიშნა, რომ შემდეგი ზღვრის გაზრდა, სავარაუდოდ, 50 000 ლარამდე იქნება. 

გამოგვყევით