logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია "გამოცდები 2025" გრძელდება

ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია "გამოცდები 2025" გრძელდება

1752649047

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ხანის აკადემიასთან თანამშრომლობით, კამპანიას „გამოცდები 2025“ ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემების განმტკიცებაში დაეხმარებათ.

ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა.

მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზე მოუსმინონ, ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.

გამოგვყევით